ლუკა მაისურაძე აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დაუფლა

აბუ დაბში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე ეს წუთია დასრულდა ასპარეზობა 81კგ წონით კატეგორიაში

ფინალურ შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულმა ლუკა მაისურაძემ კორეელ ჯინ ლუნა ლისთან წააგო იპონით და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ლუკა მაისურაძემ დაამარცხა ბელარუსელი იუსუფ ბეკმურზაევი (იპონი, 0:51), დიდ ბრიტანელი სტიუარტ მგვატი (იპონი, 3:10), იტალიელი კრისტიან პარლატი (იპონი, 3:00), ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი (იპონი, 4:52) და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტერი (იპონი, 1:58)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად