ლუკა კურტანიძე: “ვთხოვდი კოალიციის წევრებს, განცხადებებში ფრთხილები იყვნენ”

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ კოალიციის წევრებს განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც პლენარულ სხდომაზე ლუკა კურტანიძემ განაცხადა, მედია, ბეჭდურიც და ელექტრონულიც უნდა იყოს თავისუფალი.

„უდიდესი პატივისცემით და თხოვნით მინდა მივმართო კოალიციის წევრებს, რომ როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ, ფრთხილები უნდა ვიყოთ იმ ღირებულებებთან დაკავშირებით რაც ჩვენ მოვიპოვეთ 2012 წელს.

ეს ღირებულებებია – მედიის თავისუფლება,საზოგადოების თავისუფლება და ასევე სხვა მიმართულებები, რაც უნდა დავიცვათ, რათა დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოს შევუერთდეთ. მე ვთხოვდი კოალიციის წევრებს თავის განცხადებებში ფრთხილები იყვნენ, როდესაც ეჭქვეშ აყენებენ ჩვენს ურყევ ნებას“,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...