ლუკა კურტანიძე ვეტერან მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ვეტერან მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა შორის.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის პირველობის ხუთგზის გამარჯვებული, ორგზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე მსოფლის სამგზის ჩემპიონი გახდა ვეტერან მოჭიდავეთა შორის.

ფინალურ შეხვედრაში ლუკა კურტანიძემ 26 წამში გააკრა ბეჭები მონღოლეთის წარმომადგენელი შურა და მესამედ მოიპოვა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად