ლუკა კალანდია: ძალიან მაინტერესებს ზაზა სარალიძეს რა ახარებს ?!

ამის შესახებ, არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ჩემთვის ძალიან გაუგებარია ზაზა სარალიძის განცხადება ვინ შეიძლება მიყვეს, იმიტომ რომ რეალურად დღეს არაფერი არ თქმულა ისეთი. დღეს ირიბი მოწმეები დაიკითხნენ. ვისი ჩვენებაც შეიძლება გასათვალისწინებელი არც იყოს.

ასე რომ ძალიან მაინტერესებს რა ახარებს ზაზა სარალიძეს და რატომ ელოდება ამ დაჭერების სერიას. უბრალოდ ასეთი კითხვა მიჩნდება.”,-განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ცნობისთვის, დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაჭერები წავა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად