ლუის ენრიკე: “კლუბის მხრიდან არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუჩომ უარყო ფაქტი, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა.

”ყველა მხარში მიდგას როგორც სეზონის დასაწყისში, კლუბის ხელმძღვანელობა და ასევე ფეხბურთელებიც. არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა კლუბის მხრიდან. ზოგადად მწვრთნელის წასვლა რეზულტატზეა ყოველთვის დამოკიდებული. მე ყოველთვის ვცდილობ გავაუმჯობესო თამაში, ამისთვის ვარ აქ და საერთოდ არაფერს არ ვნანობ” – განუცხადა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა ესპანელს, ლეო მესისთან დაძაბულ ურთიერთობაზეც კითხეს, რაზეც ლუჩომ განაცხადა, რომ მას ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ყველა ფეხბურთელთან და მესი გამონაკლისი არ არის.

”ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ”რეალ სოსიედადთან” წაგებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ გუნდმა მოგება ვერ შეძლო, თუმცა ჯერ კიდევ აქვთ სამივე ტურნირზე მოგების შანსი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მესი, მისთვის და ბარსასთვის, ლუჩომ უპასუხა:

”მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ათასი ვერსია დაიწერა გუნდის და ფეხბურთელების შესახებ, რა თქმა უნდა, ცუდი და არც მიკვირს, მაგრამ არც არაფერს დავამტკიცებ და არც უარვყოფ”.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსა” ხვალ მეფის თასზე, მატჩს ელჩეს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად