ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტი: საქართველოში წარმოებული პირბადეების უსაფრთხოება დადებითად ფასდება

პირბადეების უპირველესი დანიშნულებაა უსაფრთხო იყოს და ვირუსის დაცვის მაღალი დონე ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა შოთა ცანავამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეების უსაფრთხოება დადებითად ფასდება.

“პირბადეების უპირველესი დანიშნულება არის, რომ ის იყოს უსაფრთხო, ამ ვირუსის დაცვის მაღალი დონე ჰქონდეს. ეს არის მისდამი წაყენებული პირველი მოთხოვნა. მეორე, იყოს ადვილად მოხმარებადი. ეს უსაფრთხოება სპეციალისტების მიერ ფასდება დადებითად. ასზე მეტი მომართვაა პირაბადეების დამზადებაზე. წარმოიდგინეთ ეს რა არის. ყველა უნდა გაისინჯოს და შემოწმდეს გარკვეული ტესტით და ამის შემდეგ რეკომენდაციას ვაძლევთ მეწარმეს, რომ შეუძლია თუ არა ეს გამოიყენოს დასამზადებლად”, – განაცხადა შოთა ცანავამ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად