ლუგარის ლაბორატორიაში, დღეს ფოთიდან14 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა

ლუგარის ლაბორატორიაში, დღეს ფოთიდან14 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან სამი, ცხელების კლინიკის პაციენტია, დანარჩენი კი მედიკოსი.

,,3 ბიოლოგიური მასალა ცხელების ცენტრის პაციენტისაა, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. დანარჩენი 11 კი გეგმიურად, პრევენციის მიზნით ჩაუტარდა სასწრაფო დახმარების მედიკოსებს. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. ამ დროისათვის ფოთში სულ 99 მედიკოსის ანალიზია გამოკვლეული. მათი დიდი ნაწილის პასუხები უკვე ცნობილია, არც ერთ მათგანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. რამდენიმე კვლევის შედეგი კი დღეს და ხვალ გახდება ცნობილი.”- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. ცნობისათვის, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ფოთიდან ორი პაციენტის და 15 სამედიცინო პერსონალის ანალიზი გაიგზავნა. პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ხოლო მედიკოსების პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად