Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ

ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები სამი დღით გაიფიცნენ. გაფიცვა 20 მარტამდე გაგრძელდება და მან 80 000-მდე მგზავრი დააზარალა. 18 მარტს გერმანიაში 1400 დაგეგმილი რეისიდან 740 ჩარტელური გადაიდო. 

დღეს კი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა კიდევ 42 რეისის შესრულებაზე თქვეს უარი. ფრენები უმეტესად ფრანქფურტისა და მიუხენის მიმართულებით გადაიდო. გაფიცვის მიზეზად პილოტები კომპანიასა და მფრინავთა კავშირს შორის მოლაპარაკებას ასახელებენ. ავიაკომპანიის პილოტები საპენსიო ასაკს აპროტესტებენ. მათივე ინფორმაციით პილოტებს ავიაკომპანია პენსიაზე შესაბამის ასაკის მირწევამდე უშვებს. პროფესიული კავშირი კი თავის მხრივ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პილოტები შესაბამის კომპენსაციას იღებენ. აღნიშნული პრობლემის გამო ლუფთანზას თანამშრომლები გასულ წელსაც რამდენჯერმე გაიფიცნენ. კომპანიის ზარალმა კი 232 მილიონი ევრო შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...