Lufthansa-მ, კორონავირუსის გამო, ექსპლუატაციიდან შესაძლოა 150 თვითმფრინავი გამოიყვანოს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, COVID-2019 ტიპის ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო, ექსპლუატაციიდან 150 თვითმფრინავის გამოყვანას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წერს Reuters-ი.

„ჩვენ დინამიურად ვაკორექტირებთ ჩვენს გეგმებს საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით“, – ამბობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.
საერთო ჯამში ვაიაპარკი Lufthansa Group, რომელშიც აგრეთვე შედის Austrian Airlines, SWISS და Brussels Airlines 770 თვითმფრინავს მოიცავს.

გასულ კვირას, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, Lufthansa-მ განაცხადა, რომ 25%-ით შეამცირებს მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის გადაფრენებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პერიოდის ხანგრძლივობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ აგრეთვე შემცირდება დიდი ხანგრძლივობის მქონე გადაფრენების სიხშირეც. კომპანიის ვარაუდით, დროებით გამოუყენებელი თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც დიდი ხანგრძლივობის მქონე გადაფრენებისთვის არის გამოყოფილი, 13-დან 23-მდა გაიზრდება.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 95 748 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 3 286-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 6 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 4 – საფრანგეთში, 6 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 107 – იტალიაში, 35 – სამხრეთ კორეაში, 92 – ირანში, 11 – აშშ-ში, 2 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 2 – ერაყში, 2 – ესპანეთში, 1 – სან მარინოში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 53 422 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად