ლუდი Corona-ს წარმოება შეჩერდა

მექსიკურმა კომპანიამ, Corona-ს ბრენდის ლუდის მწარმოებელმა Corona Grupo Model-მა, ქვეყანაში ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საგანგებო ზომების გამო, წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ კომპანია თავის Facebook-ზე წერს.

“კვირას კომპანია შეაჩერებს წარმოებისა და ლუდის ხარშვის პროცესს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანია ზომებს იღებს, რათა მინმუმამდე დააგდოს წარმოება ქარხნებში, ეს კი სამომავლოდ გავლენას იქონიებს მუშაობის აღდგენისას, ნეგატიური ეფექტის თავიდან აცილებაზე.

მექსიკის ხელისუფლებამ 31 მარტს, კორონავირუსული ინფექციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო ზომები 30 აპრილამდე იმოქმედებს.

Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შეჩერებულია ყველა საწარმოს მუშაობა, გარდა ისეთი საწარმოებისა, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს. აგრეთვე აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ადამიანების რაოდენობა 50-ს აღემატება.

​ამჟამინდელი მონაცემებით, მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნობა 1 510-ს შეადგენს, გარდაცვლილია 50, ხოლო გამოჯანმრთელებულია 633 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად