ლუდ Corona-ს გაყიდვები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 21%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ლუდის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ Anheuser-Busch InBev (AB InBev) თავისი ერთ-ერთი ბრენდ Corona-ს ლუდის გაყიდვების ზრდის შესახებ განაცხადა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ლუდ Corona-ს გაყიდვები 21%-ით გაიზარდა. ამასთან, ძირითადი ზრდა მექსიკისა და ჩინეთის ბაზარზე მოდის.

„ჩვენი შეფასებით, Corona, სუპერპრემიუმ-სეგმენტში № 1 ბრენდია“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ჩინეთის ბაზრის აღწერას ეხება.

აღნიშნული ბრენდის ლუდზე მოთხოვნის გაზრდის გამო, AB InBev-ის მოგება ჩინეთის ბაზარზე 2019 წელს 3,3%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 3%-ით შემცირდა.

კომპანიაში, აღნიშნულ ფაქტს არ აკავშირებენ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან. გარდა ამისა, AB InBev-ის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთში, ვირუსის გავრცელების ფონზე, ლუდ Corona-ზე მოთხოვნა შემცირდა.

AB InBev-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი, ლუდის თავისი ძირითადი ბრენდებიდან – Budweiser, Stella Artois და Corona – 2019 წელს 5,2%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად