ლოს-ანჯელესში, რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს სახლი გაძარცვეს

ლოს-ანჯელესში, რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს სახლი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ-ი სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორი ადამიანი რეჟისორის სახლში ფანჯრიდან შეიჭრა. თავად ტარანტინო  ინციდენტის დროს სახლში იმყოფებოდა. მძარცველებმა საიუველირო ნივთები და სხვა სახის ძვირფასეულობა მოიპარეს. მიყენებული ზიანის ოდენობა არ ხმაურდება.

როგორც The Hollywood Reporter-ი იტყობინება, მძარცველებმა პოლიციელების მისვლამდე მიმალვა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოქტომბერში, ლოს-ანჯელესში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც მსახიობების, მუსიკოსებისა და სპორტსმენების სახლების დაყაჩაღებაში არიან ეჭვმიტანილი. კერძოდ, ეჭვმიტანილებმა მომღერალ რიანასა და მსახიობ კრისტინა მილანს ძვირფასეულობა მოპარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...