კვირას, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში ტემპერატურამ 49,4 გრადუსს მიაღწია. აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალაქში, მთელი მისი არსებობის გარეშე.
ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფისქირდა ადგილობრივი დროით ნაშუადღევს, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
კალიფორნიის ელექტრო ქსელის ოპერატორებმა მოსახლეობა გააფრთხილეს ელექტროენერგიის მასიური შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ, “ანომალიური სიცხის” გამო.
დღის განმავლობაში, 9 მილიონამდე ადამიანი შეიძლება დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე. ბლუმბერგის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ელეტროენერგიის შეწყვეტის ყველაზე მასშტაბური მაჩვენებლი ქვეყნის ისტორიაში.