ლორთქიფანიძის ქუჩის გაცალმხრივების მიზნით, გზის გაცალხმრივებისა და ტროტუარების მოწყობის პროექტი მზადდება

ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის შემსუბუქების მიზნით, გზის გაცალხმრივებისა და ტროტუარების მოწყობის პროექტი მზადდება.

აღნიშნული საკითხი ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, განიხილეს. შეხვედრას ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ წარმომადგენელი დაესწრო.

უახლოეს მომავალში ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებთან დაიგეგმება შეხვედრა, სადაც მათ განსახორციელებელ ცვლილებებს დეტალურად გააცნობენ.

კომენტარები
იტვირთება...