ლორან ფაბიუსი: “უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მთლიანობაში სრულდება”

"უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, მთლიანობაში სრულდება",-ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ცალკეული შეტაკებები მხარეებს შორის დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. აღსანიშნავია, რომ მცირე მასშტაბის შეტაკებების შესახებ ინფორმაციას დილიდან როგორც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები ავრცელებენ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წუხელ, გენერალური შტაბის შენობიდან პირდაპირ ეთერში გასცა ბრძანება, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 01.15 საათიდან შეწყვიტონ. ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის აღმოსავლეთ რეგიონებიდან გაყვანის შესახებ შეთანხმება მინსკში, სამმხრივ მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული.

კომენტარები
იტვირთება...