ლონდონთან ახლოს ქალაქ რედინგში, დანით შეიარაღებული კაცი, პარკში ხალხს თავს დაესხა – მოკლულია სამი

ლონდონთან ახლოს ქალაქ რედინგში, დანით შეიარაღებული კაცი, პარკში ხალხს თავს დაესხა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცი, კი რომელიც მიულოდნელად, სკვერში მოსეირნე ადამიანებს თავს დაესხა, დაკავებულია.

როგორც ინგლისური და ფრანგული მედია გვატყობინებს, მოკლულია სამი ადამიანი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პარკი სავსე იყო ხალხით, ისინი ისვენებდნენ მეგობრებთან ერთად და ასეირნებდნენ შვილებს. ამ დროს, მოულოდნელად, შემოვარდა დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც დაიწყო გაურკვეველი სიტყვებით ყვირილი და შემდეგ დანით დაჭრა ადამიანები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად