ლონდონში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა,-ინფორმაციას ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა. ეჭმიტანილის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.

პოლიციამ ის ტერიტორია შეისწავლა, სადაც ინციდენტი მოხდა. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხის დონე "კრიტიკულიდან" "სერიოზულამდე" შემცირდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. ამჟამად 11 ეჭვმიტანილია დაკავებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე" შემცირდეს, – განაცხადა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე საზოგადოებას მასშტაბური ღონისძიებების დროს სიფრთხისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად