ლონდონში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ პასუხისმგებლობა აიღო ლონდონში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც მამაკაცი, გამვლელებს დანით თავს დაესხა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მეომარმა განახორციელა და რომ ეს თავდასხმა მოწოდებაა კოალიციის მოქალაქეებზე თავდასხმისკენ.

ლონდონში, სტრეტემის რაიონში თავდასხმა 2 თებერვალს მოხდა. სკოტლანდ-იარდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. პოლიციელებმა თავდამსხმელი ადგილზევე გაანეიტრალეს. მათ აგრეთვე იპოვნეს ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თავდამსხმელს ტანზე ჰქონდა დამაგრებული.

თავდამსხმელი ტერორისტი სუდეშ ამმანი აღმოჩნდა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა ციხიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად