ლონდონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ლონდონში 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

„ინგლისში კიდევ ერთი პაციენტი გამოვლინდა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შედეგად, ეს დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსის მეცხრე შემთხვევაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, ვირუსით პაციენტი ჩინეთში ყოფნის დროს დაინფიცირდა. ამ ეტაპზე იგი ლონდონის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის სპეციალიზირებულ ცენტრშია გადაყვანილი.

12 თებერვალს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიწია და თითქმის ერთ დონეზე იყო გაჩერებული.

4 თებერვლიდან კი, ვირუსი არცერთ ახალ ქვეყანაში არ გამოვლენილა.

ჩინეთში, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 59 807 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 369-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 1 367 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ხოლო მეორე – ფილიპინებზე.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 6 060 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად