ლონდონში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართულ აქციაზე 23 დემონსტრანტი დააკავეს

ლონდონში, მინეაპოლისში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართული აქციის ფარგლებში, 23 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ლონდონის პოლიციამ კვირას საღამოს განაცხადა.

“დღეს ლონდონის ცენტრში გამართულ აქციებში დაპატიმრებების ჯამურმა რაოდენობამ 23 ადამიანი შეადგინა, ყველა მათგანი სხვადასხვა დარღვევის გამო დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებებში იმყოფებიან”, – ნათქვამია პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

მანამდე, სკოტლანდ იარდის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებმა. კვირას, ბრიტანეთის დედაქალაქის ათასობით მკვიდრმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო გამოსვლებში, სადაც აკრიტიკებდნენ პოლიციის სისასტიკეს ფერადკანიანების მიმართ შეერთებული შტატებში. BBC-ს ცნობით, ბრიტანეთში კარანტინის მიუხედავად, ხალხი შეიკრიბა ტრაფალგარის მოედანზე და ამერიკის საელჩოსთან. ისინი მოითხოვდნენ რასობრივი დისკრიმინაციის დასრულებას და ეჭვმიტანილი პოლიციელების დაკავებას.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად