ლონდონში ჰარი პოტერის ქანდაკება დადგეს

მწერალ ჯ.კ. როულინგის წიგნების მთავარი პერსონაჟის – ჰარი პოტერის ძეგლი გამოჩნდა ლონდონის ცნეტრში, ლესტერ-სკვერზე. ამის შესახებ BBC წერს.

ჰარი პოტერის ბრინჯაოს ძეგლს თან ახლავს პოპულარული ფილმის გმირების კიდევ რვა ქანდაკება. იქვე შეგიძლიათ  იხილოთ მერი პოპინსი, დათვი პედინგტონი, მისტერ ბინი და ბეტმენი. ბევრი მათგანი ბრიტანელმა მაყურებელმა პირველად იხილა დიდ ეკრანზე, ლესტერის მოედანზე, სადაც ორი პოპულარული კინოთეატრი დგას. ერთ-ერთ მათგანში, 2001 წლის შემოდგომაზე, შედგა პოტერის პირველი ფილმის – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” პრემიერა.

ქანდაკებაზე გამოსახულია 11 წლის პოტერი, რომლის როლსაც ამ ფილმში დენიელ რედკლიფი ასრულებს. ჯადოქარი ბიჭი ქვიდიჩის ფორმაშია ჩაცმული და Nimbus 2000-ზე ზის. ქანდაკება ჰაერში ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ლითონის სვეტი, რომელიც მისი ერთადერთი საყრდენია, იმალება მწვანე ბუჩქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად