ლონდონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა

ლონდონში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა, რის შედეგადაც დაშავდა 7 ადამიანი. ამის შესახებ BBC იუწყება.

ავარია 13 ივლისის საღამოს მოხდა, ბატერსის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა, რომელის იქვე მდებარე სასტუმროსთან იდგა. ერთ-ერთმა დაშავებულმა ფეხი მოიტეხა, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

პოლიცია მომხდარს ტერორიზმთან არ აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავარიის შემდეგ სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, კიდევ ოთხი პირი დააკავეს ინციდენტის შემდეგ, იქვე მომხდარი ჩხუბის გამო. მათ ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დასდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად