ლონდონში “არსენალს” “ოლიმპიაკოსმა” დამატებითი დროის მიწურულს აჯობა – 1:2

გაიმართა ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალის განმეორებითი შეხვედრები

ესპანეთის “ხეტაფემ” ამსტერდამში დასწყისშივე შეძლო გოლის გატანა, შემდეგ მხოლოდ ორი გოლი გაუშვა საკუთარ კარში და საბოლოოდ პატარა სენსაცია დააფიქსირა – ტიტულოვანი “აიაქსი” გამოთიშა შეჯიბრებას.


 
დონეცკის “შახტარი” ბევრად გამოცდილ “ბენფიკასთან” 47-ე წუთზე 1:3 აგებდა, თუმცა შემდეგ ორი გოლის გატანა შეძლო და ფავორიტად მიჩნეული გუნდი დაამარცხა ორი მატჩის ჯამში.


 
სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ გლაზგოში შეხვედრის მიწურულს გატანილი ორი გოლის შემდეგ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა იზეიმა “კოპენჰანგენმა”

გერმანიაში პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ მეორე მატჩი კიდევ უფრო ადვილად დათმო სახლში “პორტუმ” – 1:3

 
 
ყველაზე მოულოდნელი შედეგი ლონდონში დაფიქსირდა. პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” სახლში წაგების შემდეგ ლონდონში “არსენალს” იგივე ანგარიშით მოუგო, თუმცა დამატებითი დროის მეორე ნახევრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაუშვა გოლი და მის გასვლა შემდეგ ეტაპზე უკვე წარმოუდგენელი ჩანდა. ბერძნებმა ბოლო წუთამდე გააგრძელეს ბრძოლა და 119-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეძლეს.


 
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბრიუგე” ბელგია 5:0(1:1)
“სელტიკი” – “კოპენჰანგენი” 1:3(1:1)
“აიაქსი” – “ხეტაფე” 2:1(0:2)
არსენალი” – ოლიმპიაკოსი” 1:2(1:0)
“ინტერი” – “ლუდოგორეცი” ბულგარეთი 2:1(2:0)
“ბენფიკა” – “შახტარი” 3:3(1:2)
“ისტანბული” – “სპორტინგი”4:1(1:3)
“სევილია” – “კლუჟი” რუმინეთი 0:0(1:1)
“ბაზელი” – “აპოელი” 1:0(3:0)
“ლინცი” ავსტრია – “აზ ალკმაარი” 2:0(1:1)
“პორტუ” – “ბაიერი” ლევერკუზენი 1:3(1:2)
“არსენალი” – “ოლიმპიაკოსი” 1:2(1:0)
“გენტი” – “რომა” 1:1(0:1)
“მალმიო” – “ვოლფსბურგი” 0:3(1:2)
“ესპანიოლი” – “ვულვერჰემპტონ უონდერერსი” 3:2(0:4)
 
წინა დღით გამართულ შეხვედრაში “გლაზო რეინჯერსმა” პორტუგალიაში “ბრაგა” დაამარცხა 1:0. მას პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა – 3:2
 
“ზალცბურგის” და “აინტრახტის” შეხვედრა გადაიდო. პირველი შეხვედრა ფრანკფურტში მასპინძლებს აქვთ მოგებული – 4:1
 
ამრიგად, ცნობილი გახდა თექვსმეტიდან თხუთმეტი მერვედფინალისტი:
 
“მანჩესტერ იუნაიტედი”
“კოპენჰანგენი”
“ხეტაფე”
“ოლიმპიაკოსი”
“ინტერი”
“შახტარი”
“ისტანბული”
“სევილია”
“ბაზელი”
“ლინცი”
“ბაიერი”
“გლაზგო რეინჯერსი”
“რომა”
“ვოლფსბურგი”
“ვულვერჰემპტონ უონდერერსი”
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად