ლონდონში, ახალი კორონავირუსის გამო 40 მეტრო სადგური დაიკეტება

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ლონდონის დედაქალაქში შეიზღუდება მეტრო სადგურების მუშაობა.

პარასკევიდან აღარ იმუშავებს Waterloo & City ხაზი, ხოლო Night Tube საერთოდ შეწყვეტს მუშაობას. დღეიდან კი, ლონდონის 40 მეტრო სადგური, რომლებიც არ იკვეთებიან სხვა მეტრო ხაზებთან, საერთოდ შეწყვეტს მუშაობას.

რაც შეეხება ავტობუსებს, მათი რაოდენობა შეიზღუდება, თუმცა ღამით კვლავ იქნება მოძრაობა. მოქალაქეებს მიცემული აქვთ რეკომენდაცია, რომ არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუკი არ აქვთ რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი.

“ადამიანებმა არ უნდა იმგზავრონ იმ შემთხევაში, თუკი ეს აუცილებელი არ არის. ლონდონი უნდა მოერიდოს რაიმე სოციალურ აქტივობებს, თუკი არ არის ამის აუცილებლობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავი უნდა აარიდონ სატრანსპორტო ქსელით სარგებლობას, თუკი არ დადგა ამის აუცილებლობა”, – განაცხადა ლონდონის მერმა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 815 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 8 810-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 84 114 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად