ლონდონში 15 აპრილიდან დღემდე, გარემოს დამცველი 750-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს (ვიდეო)

15 აპრილიდან, ლონდონში გარემოს დამცველი 750-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია მიკრობლოგ Twitter- ზე იტყობინება.

სამართალდამცველების განმარტებით, მათგან 28 აქტივისტს ბრალი უკვე წაუყენეს.

“15 აპრილიდან დღემდე 750-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციის გამართვა მხოლოდ Marble Arch-ის რაიონში შეუძლიათ“,-აღნიშნავს პოლიცია.
ლონდონში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მოქალაქეები ქვეყანაში გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
16 აპრილს, ლონდონში გარემოს დამცველების აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიცია წინ აღუდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...