ლონდონში 135 ეკოაქტივისტი დააკავეს

ლონდონის პოლიციამ 135 ადამიანი დააკავა, რომლებიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია მიკრობლოგ Twitter- ზე ავრცელებს.

”ორშაბათს, 12:30 საათის მონაცემებით, 135 ადამიანია დაკავებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო “როიტერის” ცნობით, აქტივისტებმა გზები, ხიდები და მოედნები გადაკეტეს იმ მხარეში, სადაც ბრიტანეთის პარლამენტისა და მრავალი სამინისტროს შენობა მდებარეობს.

აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ სხვადასხვა ლოზუნგებით, მათ შორის: “ჩვენს შვილებს მომავალი არ აქვს, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ.”

მსგავსი აქციები მსოფლიოს 60 ქალაქში იგეგმება, როგორც ორკვირიანი არაძალადობრივი პროტესტი. ისინი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სათანადო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მოძრაობის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ  და პოლიტიკოსებმა კლიმატის ცვლილების საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

აპრილში, ეკოაქტივისტებმა ცენტრალურ ლონდონში მოძრაობა 11 დღე ნაწილობრივ გააჩერეს. პოლიციამ 1000 ადამიანი დააკავა, რომელთაგან 850-მა ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად