ლონდონის თეატრში ჭერი ჩამოინგრა

ლონდონის პიკადილის თეატრში ჭერის ცალი ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტი სპექტაკლის მსვლელობისას მოხდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მცირედი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:59 საათზე მოხდა, ამ დროს სპექტაკლი „კომივოიაჟორის სიკვდილი“ მიმდინარეობდა.

თვითმხილველების ცნობით, ჭერის ჩამონგრევამდე მათ წყლის წვეთების ხმა მოესმათ.

პოლიციამ თეატრიდამ ყველა მაყურებლის ევაკუაცია მოახდინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად