ლონდონში, Kensington Palace Gardens-ის ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უბანია, სამეფო ქონების სახლი "Billionaires Row"-ი 85 მილიონ ფუნტად, ანუ 132 აშშ მილიონ დოლარად გაიყიდება, – აღნიშნულის შესახებ ბლუმბერგი წერს.
როგორც აღნიშნავენ, სახლის გაყიდვის მიზეზი ინგლისის ძვირადღირებული სახლების ფასების დაცემა გახდა. ლონდონის საუკეთესო ქუჩებზე მდებარე საშუალო ფასის მქონე სახლების ფასები 4.4 პროცენტით დაეცა აგვისტოში.