ლონდონის City Tree იმდენივე დაბინძურებულ ჰაერს ფილტრავს, რამდენსაც 275 ნამდვილი ხე

ნულოვანი ემისიის მქონე ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურების მშთანთქავი მზის პანელებისა და ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკის მქონე რესტორნების ტენდენციის შემდეგ, ლონდონმა City Tree-ს სახელით ცნობილი სამი სტრუქტურა განათავსა, რომლებიც ჰაერს ნახშირორჟანგისგან ფილტრავენ.

ეს ხელოვნური ხეები სინამდვილეში სხვადასხვა სახის ხავსით დაფარული კოშკურებია, რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტსა და მყარ ნაწილაკებს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. City Tree-ებს საკუთარი მორწყვისა და ენერგომომარაგების სისტემები აქვთ, რაც მათ მუშაობას ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს. “ხელოვნური ხეები” ასევე აგროვებენ მონაცემებს გარემოში მიმდინარე პროცესებზე, რაც შემდგომში მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის გამოიყენება.

City Tree-ს ავტორების მტკიცებით, თითოეულ ასეთ “ხავსის კოშკურას” 275 ბუნებრივი ხის ეკვივალენტის ჰაერის გამწმენდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით მძიმედ დაბინძურებულ ისეთ ადგილებში, სადაც ამ რაოდენობის ხის დარგვა შეუძლებელია. “ხელოვნური ხეების” სხვა უპირატესობა ის არის, რომ ხავსის მიერ ტენის დიდი რაოდენობით ათვისების გამო, ზაფხულში მათ გარშემო მეტი სიგრილე იგრძნობა.

City Tree-ს ნახვა ლონდონში Leytonstone-ის სადგურთან, Leytonstone High Road-სა და Crownfield Road-თან შეიძლება – ეს ორი უკანასკნელი დაბინძურების ეპიცენტრებადაა მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად