ლონდონის „ჩელსიმ” მადრიდის „ატლეტიკო” დაამარცხა, მიუნხენის „ბაიერნმა” კი რომში „ლაციო”

ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის მორიგი ორი შეხვედრა დასრულდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის „ატლეტიკო” ლონდონის „ჩელსის” „ვანდა მეტროპოლიტანოს” ნაცვლად ბუქარესტის „არენა ნასიონალეზე” დაუხვდა.

ერთადერთი გოლი „ჩელსის” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ 71-ე წუთზე გაიტანა.

რომში „ლაციო” მიუნხენის „ბაიერნთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.

გოლები გაიტანეს: რობერტ ლევანდოვსკიმ (9′, 0:1), ჯამალ მუსიალამ (24′, 0:2), ლეროი სანემ (42′, 0:3), ფრანჩესკო აჩერბიმ (47′, საკუთარ კარში, 0:4) და ხოაკინ კორეამ (49′, 1:4)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად