ლონდონის ბირჟაზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 50 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა

ლონდონის ბირჟებზე ICE, რომლებიც საშობაო დღესასწაულის შემდეგ გაიხსნა, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 50 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა.

24 დეკემბერს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ICE-ს ბირჟებზე ბარელზე 51 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა.

ბოლოჯერ, მსგავსი ფასი 2017 წლის აგვისტოში დაფიქსირდა – მაშინ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 50,56 აშშ დოლარი იყო. ამასთან, WTI-ის მარკის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 42,97 აშშ დოლარამდე დაეცა.

ფასების მასობრივი დაცემის მიზეზი აშშ-ის ხელისუფლების შათდაუნი გახდა, რომელიც იმის გამო მოხდა, რომ ხელისუფლებამ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოახერხა.

აღნიშნულ შემთხვევას კი აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ფასების მასობრივი ვარდნა მოჰყვა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, Dow Jones-ის ინდექსი თითქმის 7%-ით შემცირდა, S&P – 7,1%-ით, NASDAQ – 8,4%-ით. ამგვარად, წლევანდელი შობის ღამე, ამერიკის საფონდო ბირჟისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...