ლონდონი რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარა და ქვეყნის საზღვრების სიახლოვეს ბომბდამშენის Ту-95МС ფრენების შესახებ ახსნა – განმარტებები მოითხოვა. 

„ჩვენ რუსეთის ელჩი მოვიწვიეთ იმ ინცინდენტთან დაკავშირებით, რის გამოც სამოქალაქო ავიაციას პრობლემები შეექმნა“ – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული ბომბდამშენის ბრიტანეთის საზღვრებთან გამჩენის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო – საჰაერო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ბარენცის და ნორვეგიის ზღვების და ატლანტიკური ოკენის ნეიტრალურ წყლებზე 19 – საათიანი გადაფრენა წარმატებით დაასრულეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კლიმოვის განცხადებით რუსულ ავიაციას დიდი ბრიტანეთის საჰაერო საზღვრები არ დაურღვევია. გასულ წელს რუსულმა ავიაციამ მსგავსი ტიპის რამდენიმნე ათეული ფრენა განახორციელა, ერთ – ერთი ინცინდენტისას კი სამოქალაქო ავიციის ბორტი რუსულ გამანდგურებელთან შეჯახებას სასწაულით გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...