ლონდონი მზადაა, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებისთვის

ბრიტანეთის მთავრობა ემზადება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებს მოლაპარაკებებს ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გავრცელდა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მიერ.

”ჩვენი ახალი სტატუსი, როგორც სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა აქვს, საშუალებას გვაძლევს გავამყაროთ კავშირები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან”, – თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელიზაბეტ ტრასმა. მისივე თქმით, “აზიის-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ მიმართულებისკენ აღება საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, შეამციროს დამოკიდებულება სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და იყოს ნაკლებად მოწყვლადი მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობის შემთხვევაში.”

მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყება რამდენიმე კვირაში და პანდემიის გამო, ჩატარდება ვიდეო კონფერენციის სახით.

მოსალოდნელია, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება, სავაჭრო გარიგებებით, რომელტა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, გაზრდის ბრიტანეთის ექსპორტს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაახლოებით 10%-ით (ფულადი თვალსაზრისით 1,26 მილიარდი დოლარი). 2019 წელს დიდ ბრიტანეთსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ გადააჭარბა 21 მილიარდ ფუნტს (მიმდინარე გაცვლითი კურსით 26 მილიარდი დოლარი).

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან სავაჭრო ხელშეკრულებები საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, მიუახლოვდეს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობაში (TPP) გაწევრიანებას. ეს ეკონომიკური ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, მოიცავს 11 ქვეყანას აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ავსტრალია და ახალი ზელანდია მხარს უჭერენ ბრიტანეთის სურვილს, გახდეს TPP-ის წევრი ქვეყანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად