ლომჯარია:მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუდსმენის ინსტიტუტის უსაფრთხოებას!

"ახლა დიდი მადლობა ყველას! ძალიან ემოციურია ჩემთვის ამხელა მხარდაჭერა როგორც საქართველოს პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან!", – ამის შესახებ ახალარჩეული სახალო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. 

"ვგრძნობ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას! მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუდსმენის ინსტიტუტის უსაფრთხოებას!

მე შევხვდები ყველას ვისაც სურს ჩემთან საუბარი და დავიცავ ჩემს მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებსაც!", – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, დღს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ აირჩია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად