ლომჯარია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევაზე: ბევრი ისეთი მიგნება გვაქვს, რაზეც აქამდე არავის უსაუბრია

იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევაზე მონიტორინგის შედეგებს გამოვაქვეყნებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბევრი ისეთი მიგნებები აქვთ, რაზეც აქამდე არავის უსაუბრია.

“მომავალ კვირას იურიდიულ კომიტეტში განახლდება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების მოსმენა. უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გამოაქვეყნებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს (სადაც ბევრი ისეთი მიგნება გვაქვს, რაზეც აქამდე არავის უსაუბრია) რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს კანდიდატებთან გასაუბრების დროს შეკითხვების ფორმულირებაში, ასევე, დაეხმარება პარლამენტს, დეპუტატებს საბოლოო კენჭისყრის დროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

აქვე, მინდა პოზიტიურად შევაფასო იურიდულ კომიტეტში გასაუბრებების პირველი კვირის პროცედურული მხარე. ჩემ წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის და მოესმინათ მათი პასუხები. იმედი მაქვს აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

პ.ს. შემდეგ კვირას ვაპირებ პირადად დავესწრო სხდომას და მონაწილეობა მივიღო კანდიდატებთან გასაუბრებაში”, – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ში წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად