ლომჯარია: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები საინფორმაციო კამპანიის სუსტი წერტილი იყო

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები საინფორმაციო კამპანიის სუსტი წერტილი იყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ფორმულას” ეთერში სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.

„საინფორმაციო კამპანიის სუსტი წერტილი იყო სწორედ ეს რეგიონები. რამდენიმე დღის წინ მეც მითხრეს წარმომადგენლებმა, რომ აქ მაინც იმართებოდა თავშეყრის ადგილები და მოსახლეობა უსმენდა სხვა ქვეყნების მაუწყებლებს, სადაც ამბობდნენ, რომ ეს საშიში ვირუსია რ იყო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ადამიანი ტელევიზორსაც კი არ უყურებს – საჭიროა ბროშურები, სოფლებში და ქუჩებში ხმოვანი შეტყობინებების გავრცელება – მრავალმხრივი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული. მხოლოდ მედიის საშუალებით მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას”,  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად