ლომჯარია: არჩევნებში ე.წ. კოორდინატორი ხშირად გამოიყენება ზეწოლისთვის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ე.წ. კოორდინატორების პრაქტიკა ძალიან მოძველებულია და უკან სწევს საარჩევნო გარემოს.

“მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, რომ არ მიმართოს მსგავს მეთოდებს. იქნებ გავიზარდოთ უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით.”

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ნინო ლომჯარიამ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას და ისაუბრა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზეც.

“შუალედური არჩევნები ამ ანგარიშში არ მოხვდა, მაგრამ მე გავაკეთე ამ არჩევნების შეფასება. მაინც მგონია, რომ მთავარ პრობლემად ზოგადად არჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურის გამოყენების ფორმები, განსაკუთრებით, პრობლემატურად მიმაჩნია ე.წ. კოორდინატორების ინსტიტუტების არსებობა რადგან ქართულ რეალობაში ვფიქრობ, ე.წ. კოორდინატორი არ ასრულებს პოლიტიკური პარტიისთვიის ინფორმაციის შემგროვებლის ფუნქციას, ის ხშირად გამოიყენება ზეწოლისთვის. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მათი ნება კონტროლდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მოძველებული პრაქტიკა და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მმართველ პარტიას რომ არ მიმართოს მსგავს მეთოდებს და იქნებ გავიზარდოთ უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. მოსყიდვა მიმაჩნია კიდევ ერთ პრობლემად და ის დაუსრულებელი მსჯელობა თუ ფაქტები იმაზე, რომ ამომრჩეველს აძლევენ თანხას, რაზეც არ გვქონია სამწუხაროდ რეაგირება და არავინ გვინახავს დასჯილი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტში წარმოდგენილი სახალხო დამცველის ანაგრიში გასული წლის საქმიანობის შედეგებს ასახავს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...