ლომია: ეკლესიის პოლიტიზირება ვის უნდა აწყობდეს? მხოლოდ იმას, ვისაც ღმერთი არ სწამს 

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ კოლეგებს საგაზაფხულო სესიაზე.

“რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა აკეთოს განცხადება, მანამდე სანამ ეკლესია დააფიქსირებს თავის პოზიციას? ეს მეტიჩრობად მიმაჩნია. რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში რომ არ უნდა ჯდებოდეს ეს ყველას უნდა გვესმოდეს.

ეკლესიის პოლიტიზირება ვის უნდა აწყობდეს? მხოლოდ იმას ვისაც ღმერთის არ სწამას. წარმართულ დროში ვბრუნდებით მეგობრებო. ხვალ თქვენ გამოაცხადებთ რუსებს თავიანთი ღმერთო ჰყვათ, ქართველებს თავიანთი ღმერთი ჰყავთ, უკრაინელებს თავიანთი ღმერთი ჰყავთ და ისევ წარმართები ვიქნებით.

არ შეიძლება რელიგიის პოლიტიზირება. მიეცით საშუალება ხალხს, რომ ღმერთის სწამდეს, დადიოდეს ეკლესიაში დადიოდეს და ლოცულობდეს და არ კითხულობდეს მღვდელი რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და იცოდეს, როდესაც ეკლესიაში შედის იქ ღმერთს მიმართავს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სთხოვს შუამდგომლობას ღმერთთან”, – განაცხადა გიორგი ლომია.

შეგახსნებთ, საქართველოს ეკლესის წმინდა სინოდს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ოფიციალური პოციას არ დაუფიქსირებია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...