ლომბარდიის გუბერნატორი კარანტინში იმყოფება

ლომბარდიის გუბერნატორი ატილიო ფონტანა თავისი ნებით კარანტინში გადავიდა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც გუბერნატორი აცხადებს, მომდევნო 14 დღეს იგი კარანტინში გაატარებს.

ლომბარდიაში იტალიის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 32 898 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად