“ლოკომოტივმა” 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

2008 წლის, აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის "ლოკომოტივის" სრული შემადგენლობა იმყოფებოდა.

ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

10 წლის წინ, რუსულ აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი შეეწირა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.

ფოტო: ლოკომოტივი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...