“ლოკომოტივი” საკუთარ მოედანზე “სამტრედიასთან” დამარცხდა

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის პირველი ტურის მესამე შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივსა" და სამტრედიის "სამტრედიას" შორის, სტუმართა გამარჯვებით – 1:2 დასრულდა.

ანგარიში, შესანიშნავი საჯარიმოთი, მე-13 წუთზე გიორგი ერისთანვმა გახსნა. პასუხად, "ლოკომოტივმა" 50-ე წუთზე, თეიმურაზ შონიას 11-მეტრიანით გაათანაბრა.

სამტრედიელთა ლეგიონერმა, მაიკლ ოლაიტანმა 69-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად მცდელობისა, მასპინძლებმა თამაშის საერთო სურათის შეცვლა ვეღარ შეძლეს.

პირველ ტურში ჩატარებული სამი დაპირისპირებიდან, ორში სტუმრებმა იმარჯვეს. მოქმედმა ჩემპიონმა "ტორპედომაც" "დილასთან" შინ 2:3 წააგო, საჩხერის "ჩიხურამ" კი ფოთის "კოლხეთი" 6:1 გაანადგურა.

18:00 საათზე სტარტს აიღებს თბილისის "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება, ხოლო პირველ ტურს "საბურთალოსა" და "სიონის" შეხვედრა დაასრულებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად