ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი – საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინელი მეუღლის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ის მაინც სუსტად არის.

ამის შესახებ ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა. მას სხვადსხვა სიმპტომი აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მის სამედიცინო რეაბილიტაციას შეეხება და საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე. გასული დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება,” – განაცხადა ლიზა იასკომ.

გორის ჰოსპიტალში იმყოფება ექიმთა კონსილიუმის წევრების ნაწილიც.

კომენტარები
იტვირთება...