„ლივერპულმა” გასვლაზე „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შანსი შეინარჩუნა

პრემიერლიგაში 34-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა

შარშანდელი ჩემპიონი „ლივერპული” მანჩესტერში „მანჩესტერ იუანაიტედს სტუმრობდა.

მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერელთათვის მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მათ უკვე გაინაღდეს ოთხეულში მოხვედრა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, „ლივერპულის” კი ყოველ დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან 1 ფრეც კი შესაძლოა კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს.

შეხვედრაი ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა „ლივერპულმა” ტაიმის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება, პირველი თაიმის დამატებულ წუთებში კი დაწინაურება შეძლო.

მეორე ნახევრის დასწყისში „ლივერპული” ორი ბურთით დაწინაურდება, შემდეგ მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და ლივერპულმა მეტად საჭირო სამი ქულა მოიპოვა

„მანჩესტერ იუნაიტედი” – ლივერპული” 2:4(1:2)

გოლები: ბრუნუ ფერნანდეში (10′,1:0), დიოგუ ჯოტა (34′, 1:1), რობერტო ფირმინო (45’+3 და 47′, 1:2 და 1:3)), მარკუს რაშფორდი (68′, 2:3), მოჰამედ სალაჰი (90′, 2:4)


სატურნირო მდგომარეობა:

„მანჩესტერ სიტი” 35 → 80

„მანჩესტერ იუნაიტედი” 36 → 70
„ლესტერ სიტი” 36 → 66
„ჩელსი” 36 → 64
„ლივერპული” 35 →60
„ვესტ ჯემ იუნაიტედი” 35 → 58

დარჩენილი შეხვედრები:

16 მაისი

„ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” – ლივერპული”
„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი”

18 მაისი

„ჩელსი” – „ლესტერი სიტი”
„ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი”
„ბარნლი” – „ლივერპული”

23 მაისი

„ლესტერ სიტი” – „ტოტენჰემ ჰოტსპური”
„ასტონ ვილა” – „ჩელსი”
„ლივერპული” – კრისტალ პალასი”
„ვესტ ჰემ იუნაიტედი” – „საუთჰემპტონი”
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...