“ლივერპული” მეექვსედ გახდა ჩემპიონათა ლიგის თასის მფლობელი

ეს-ესაა დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდში, “ატლეტიკოს” კუთვნილ 67703 მაყურებელზე გათვლილ “ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ინგლისის გუნდებს, “ლივერპული” ლივერპულს და “ტოტენჰემ ჰოტსპური” ლონდონს შორის.

ფეხბურთი მიმომხილვეთა უმეტესობა მატჩის დაწყების წინ მცირე უიპირატესობას “ლივერპულს” ანიჭებდა და ეს არა მხოლოდ ლივერპულის” მიერ ახლახანს დასრულებუილ ინგლისის ჩემპიონატში დაკავებული უფრო მაღალი ადგილის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში, 1909 წლიდან დღემდე და განსაკუთრებით, 2013 წლიდან მოყოლებული, “ლივერპულის” მხარეს არსებული აშკარა უპირატესობის გამოც. 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ 14 შეხვედრაში “ლივერპული მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, 9-ჯერ, მათ შორის, ორჯერ წელს კი – გაიმარჯვა. გარდა ამისა, ლივერპული ხუთჯერ (1977, 1978, 1981, 1984, 2005) ფლობდა თასს, “ტოტენჰემ ჰოტსპური” კი – არცერთხელ.

უაღერსად ლამაზი მატჩისწინა საზეიმო ცერემონიის შემდეგ ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა დღეს ავტოკატასტროფაში დაღუპული ხუან ანტონიო რეისის ხსოვნას მიაგეს პატივი და მატჩიც დაიწყო.

დაიწყო სრულიად მოულოდნელი სცენარით: სადიო მანეს მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი იდაყვზე მოხვდა მუსა სისოკოს და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი. “ლივერპულელთა” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოხამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა.

გატანილი გოლის შემდეგ “ლივერპულს” დაცვიდან თამაში არ აურჩევია, უტევდა და მთლიანობაში, პირველი ტაიმის განმავლობაში, უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა გუნდები ისე წავიდნენ შესვენებაზე, რომ გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმში “ტოტენჰემის” არადამაჯერებელი თამაში თავდასხმაში თანდათან გამოსწორდა და მათ მატჩის ბოლოსკენ სახიფათოდ შეუტიეს რამდენჯერმე “ლივერპულის” კარს, მაგრამ მატცის 87-ე წუთზე დივოკ ორიგიმ კუთხურის ძშემდეგ მეორედ აიღო ლონდონელთა კარი და მატჩის ბედის გადაწყდა.

“ლივერპული” მეექვსედ დაეუფლა თასს და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ მადრიდის “რეალს (ე13-გზის თასის მფლობელი) და მილანის “მილანს” (ე7-გზის თასის მფლობელი) ჩამორჩება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად