ლიტვური ტურისტული კომპანიები აჭარაში ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ჩამოვლენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ლიტვის 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი  რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა. რამდენიმე მათგანი უკვე მუშაობს აჭარის მიმართულებაზე და გეგმავს ახალი ტურ-პაკეტების შექმნას.

ტურიზმის დეპპარტამენტში განმარტავენ, რომ ლიტვა ერთ-ერთი ახალი სამიზნე ბაზარია, სადაც 6 აპრილიდან 14 ივნისამდე სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული. 

ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ევროპიდან შემოსულ ტურისტებს შორის განსაკუთრებული სიმრავლით ლიტველი ტურისტები გამოირჩეოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად