ლიტვის პრეზიდენტის სასახლესთან ჩემოდნიანი მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრება

 ვილნიუსში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, მამაკაცი, თავის აფეთქებით იმუქრება. მას თან დიდი ჩემოდანი აქვს. ამის შესახებ მედიას სახელმწიფოს მეტაურის პრესმდივანმა დაივა ულბინაიტემ შეატყობინა.

მისი თქმით, საეჭვო მამაკაცი სასახლის ჭიშკართან, ვილნიუსის უნივერსიტეტის მხარეს შენიშნეს. ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტის სასახლეს ტოვებენ.

თავად პრეზიდენტი დალი გრიბაუსკაიტე სასახლეში არ იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ახლომდებარე რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა. მამაკაცტან მოლაპარაკებას ანტიტერორისტული ჯგუფის Aris-ის წევრები აწარმოებენ. მობილიზებულია სასწრაფო და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

ძალოვანები ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას და გამვლელებს საფრთხე არ ემუქრებათ. მიმდინარეობს მოლაპარაკება. 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად