ლიტვის პრეზიდენტი: ევროკავშირში რუსეთთან მიმართებით ერთიანი პოზიცია არ შემუშავებულა

„ევროკავშირში ჯერ კიდევ არ შემუშავებულა ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებით, მომავალში კი, ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები“, – ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ამჟამად მოქმედ ანტირუსულ სანქციებზე. მან თავის კოლეგებს მოუწოდა, რომ რუსეთთან მიმართებით ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ.

„ჩვენ, ევროკავშირში, რუსეთთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გაგვაჩნია. ჯერ რაიმე სახის საბოლოო დასკვნას ვერ გამოვიტან“, – აცხადებს ნაუსედა.

ლიტვის ლიდერს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ევროპას, მოსკოვთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს.

„ლიტვის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ რუსეთს. ჩვენთვის მისი ქმედებები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნებიც იზიარებენ ჩვენს პოზიციას“, – ამბობს ნაუსედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად