ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა ლიტვის დროშის ფერებში განათდა

ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან, რომელიც თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, 25 წელიწადი შესრულდა.

ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში განათდა.

ლიტვის საელჩოში განმარტავენ, რომ თბილისის ანძის განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან 13 იანვრის ღამის სიმბოლო სწორედ ვილნიუსის სატელევიზიო ანძაა.

თბილისის ანძა ლიტვის დროშის ფერებში 21:00 საათამდე იქნება განათებული. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად