ლიეტუვა: პასპორტის შესახებ განკარგულების გამოცემით რუსეთი ზელენსკის ცდის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დონეცკის და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის მიზანი უკრაინის ახალი ლიდერის გამოცდაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და, მიზანი ძირითადად, (უკრაინის) ახალი ხელმძღვანელის გამოცდაა “, – ამბობს ლინკევიჩუსი.

იგი დარწმუნებულია, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

“შეგვიძლია, ეს პასპორტები არ ვაღიაროთ. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ტექნიკურად სხვა განხილვის საგანია, ასევე, ჩვენ შეგვიძლია დამატებითი სანქციები დავაწესოთ”, – დასძინა მან.

ლინკევიჩუსმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი რუსეთის მხრიდან კომპრომისის გარეშე, მინსკის შეთანხმებების გადახედვის შესაძლებლობას არ განიხილავს.

24 აპრილს, კრემლის ვებგვერდზე განთავსდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონების მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად