ლიტვა ომისთვის ემზადება და საქართველოსა და უკრაინის გამოცდილებას ითვალისწინებს

ლიტვა ომისთვის ემზადება. ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ 100 გვერდიანი ბროშურა დაბეჭდა სადაც წინააღმდეგობის ორგანიზების ინსტრუქციაა მოცემული. მომავალი კვირიდან წიგნი ბიბლიოთეკებშიც გამოჩნდება.

თავდაცვის სამინისტრო ლიტვის მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე – სროლის ხმა თქვენ ფანჯარასთან არ ნიშნავს მსოფლიოს დასასრულს – წერია სახელმძღვანელოში. თავდაცვის სამინისტრო მოქალქეებს ურჩევს ოკუპაციას წინ აღუდგნენ დემონსტრაციებითა და გაფიცვებით ან სულაც ცუდად მუშაობით.

„საქართველოს და უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად ორივე ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიები დაკარგა და იგივე სიტუაციისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. – განუცხადა როიტერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად